დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, ხანმოკლე წვიმა და ნისლი იქნება აღმოსავლეთშიც | 14 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი

გამოქვეყნდა:

14  ოქტომბერს, ორშაბათს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი.

meteo.gov.ge-ის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში +19, +24°; მთაში  +15, +20°; მაღალმთაში +10, +15°.

აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია ელჭექი და ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში  +14, +19°; მთაში  +14, +19°; მაღალმთაში  +10, +15°.

წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი თბილისშიც ტემპერატურა +18° გრადუსამდე მოიმატებს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი