თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დღეს ისევ შეუწყდება - ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს კომპანია "თელასი" ავრცელებს:
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სადგური ლილოს, ლილოს დასახლების, სოფელი დიდი ლილოს და ალავერდელის ქუჩის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ფანასკერტელი-ციციშვილის, მიცკევიჩის, ცაგარელის, იყალთოს, ბახტრიონის, ბასილაიას, ლიხაურის და ციციშვილის ქუჩების მოსახლეობას.