სალომე ზურაბიშვილს აქვს უდიდესი ნდობა ევროპაში და ისაა შუამავალი ევროსტრუქტურებთან ურთიერთობაში - აცხადებს ბიზნესმენი თემურ ჭყონია BM.GE-სთან საუბარში. ჭყონია ამბობს, რომ დღეს პარტნიორები ძალიან მკაფიოდ გვეუბნებიან რა არის გამოსავალი და მომავალი:
"დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, მე რასაც ვხედავ, ერთადერთი სიტყვის ნდობის თემა არის სალომე ზურაბიშვილი. სალომე ზურაბიშვილი არის მათიანი ვისაც უნდა ველაპარაკოთ ჩვენ, ვისაც უნდა ვთხოვოთ - მსოფლიო ბანკი, ევროკავშირი, ვიზალიბერალიზაცია, უამრავი რაღაცები. ჩვენ შეიძლება ძალიან დიდხანს ვიაროთ, რომ მივაგნოთ იმ ადამიანებს ვისაც ამის გადაწყვეტა შეუძლია. სალომე ზურაბიშვილს აქვს პირდაპირი გზა, ნდობის ფაქტორი აქვს უდიდესი...ვერ დამისახელებთ ხუთ კაცს, პოლიტიკოსს საქართველოში, რომელიც საპირწონე იქნება სალომე ზურაბიშვილის, რომელიც ჩაანაცვლებს სალომე ზურაბიშვილის ბექგრაუნდს , პოლიტიკურ განათლებას და იმ ნდობას, რომელიც მას გააჩნია.
...
ჩვენი მოვალეობა არის არჩევანი გავაკეთოთ ქვეყნის მომავალზე. მთელი მსოფლიო გვეუბნება, ესეთი გამჭვირვალე მოწოდება და გულახდილი, მეტი რა ქნან?! რომ თქვენი მომავალი არის კოალიციური მთავრობა... " ამბობს ბიზნესმენი.
ის ეხმაურება პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილ და ოპოზიციური პარტიების მიერ ხელმოწერილ "ქართულ ქარტიას" და ამბობს, რომ ხელმოწერილი დოკუმენტი აუცილებლად უნდა შესრულდეს:
"სალომე ზურაბიშვილი, ჩვენი პრეზიდენტი არის გარანტორი ქარტიის ევრო ფინანსურ-ეკონომიკურ სტრუქტურებთან - იქაც პასუხს აგებს და აქაც პასუხს აგებს. როდესაც ამხელა ვალდებულება აქვს ადამიანს, ხელი მოაწერე და ხელი ჩამოართვი, ჩემი აზრით, ეს ვალდებულება არის უდიდესი ტვირთიც სხვათა შორის, უნდა შეასრულო.
...
პრეზიდენტმა ეს ფორმულა დაამთავრა - ხელი ჩამოგართვა და მოაწერე ხელი, წავიდა ამ საბუთით ევროპაში და გარანტიები აიღო, რომ ეს ხალხი მზად არიან შეასრულონ, იმათმაც უთხრეს მიდი, რახან ეს საბუთია. ახლა ყველამ ის საბუთი უნდა შეასრულოს ყოველგვარი ანალიზების და ჭკუის დარიგებების გარეშე. ხელის მოწერამდე უნდა ჩართულიყავი ანალიტიკაში, ხელი რომ მოაწერე დამთავრებულია. სიტყვა ნდობაა. ახლა უნდა იყოს მხოლოდ ამის გარშემო დისკუსია ეს ქარტია როგორ ავაღორძინოთ იმ დონემდე, რომ ეჭვი არავის არ შეეპაროს, რომ ჩვენ მისი შემსრულებლები ვართ. ეს გააკეთა პრეზიდენტმა, ეს არის მომავალი...სულ რომ 100%-ით აიღოს ვიღაცამ ხმა, ევროპის არც ერთი ლიდერი, რომელმაც სალომეს სიტყვა მისცა, რომ შენ ხარ ჩვენი შუამავალი, არ შეცვლის ამ ფორმულას." აღნიშნა თემურ ჭყონიამ.