შპს ,,ნიუ სეილსის“ განცხადება

გამოქვეყნდა:

შპს ,,ნიუ სეილსის“  განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

2024 წლის 15 ოქტომბერს შპს ,,მთავარი არხის“ ერთ-ერთი დირექტორის, გოგი ქურდაძის ტექსტებზე მითითებით მედიაში გავრცელდა ცრუ ბრალდებების შემცველი ინფორმაცია შპს ,,ნიუ სეილსთან“ დაკავშირებით.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ შპს ,,ნიუ სეილსმა“ 2024 წლის 13 სექტემბერს გოგი ქურდაძეს ვრცელი, ამომწურავი და დეტალური პასუხი გასცა ყველა, ხაზს ვუსვამთ, ყველა ბრალდებაზე, რის შემდეგაც საღი აზრის მქონე ადამიანს არ უნდა დარჩენოდა კითხვები შპს ,,ნიუ სეილსის“ მიმართ. 

ამავდროულად გოგი ქურდაძე მოვიწვიეთ შპს ,,ნიუ სეილსის“ ოფისში მისთვის საინტერესო ნებისმიერი დოკუმენტის გასაცნობად.

ნაცვლად იმისა, რომ ჩვენს შეთავაზებას საქმიანად მოკიდებოდა და შეეწყვიტა დაუსაბუთებელი ბრალდებები, გოგი ქურდაძემ განაგრძო ჰალუცინოგენური პრეტენზიების წამოყენება. აღნიშნულმა უკვე კამპანიური სახე მიიღო და ნათელია, რომ ეს ემსახურება არა შპს ,,მთავარი არხის“ ინტერესებს, არამედ შთაგონებულია სულ სხვა მოტივაციით. 

მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ შპს ,,ნიუ სეილსი“ მზადაა, საკითხის იურიდიულ ჭრილში გადასაწყვეტად, კანონით განსაზღვრულ ნებისმიერ ფორმატში წარვადგინოთ დოკუმენტალურად დასაბუთებული არგუმენტაცია გოგი ქურდაძის არაკომპეტენტური და არაკეთილსინდისიერი თავდასხმების სამხილებლად.

საზოგადოებას კი კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ, რომ შპს ,,ნიუ სეილსი“ დღიდან დაფუძნებისა მოქმედებს კეთილსინდისიერად და პარტნიორის, შპს ,,მთავარი არხის“ ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით.

მედიაში არსებულ კითხვებზე ამომწურავი პასუხების მისაღებად კი გაგაცნობთ 2024 წლის 13 სექტემბრის წერილს, რომლის სანახავადაც გადადით ქვემოთ მოცემულ ბმულზე. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი