წინასაარჩევნო პერიოდში, ხაშურში მეოთხე კონცერტი იმართება. 4 კონცერტიდან 3-ს ხაშურის მერია აფინანსებს. ინფორმაციას ამის შესახებ "მოზაიკა" ავრცელებს. სექტემბერში ჯგუფი ფორტეს კონცერტში მერიამ 6 000 ლარი გადაიხადა. სექტემბრის ბოლოს ხაშურქალაქობის გალა კონცერტისთვის “ღამის შოუს ბენდმა”, “აფხაზეთმა” და DJ EMZEM-მა 28 500 ლარი მიიღეს. 18 ოქტომბერს დაგეგმილი ანუკი ცქვიტინიძის და გელა დონაძის კონცერტისთვის კი 5 000 ლარი დაიხარჯება.
მეოთხე კონცერტი, 30 აგვისტოს გაიმართა“ქართული ოცნების” მხარდასაჭერად, რომელშიც მონაწილეობა გია ნიკოლაძემ და მარიტა როხვაძემ მიიღეს