ქობულეთის მერიამ ცენტრალურ პარკში ფარშევანგების ვოლიერები დადგა, თუმცა თავად ფარშევანგების საყიდლად ფული აღარ ეყო

გამოქვეყნდა:

ქობულეთის მერიამ, წინასაარჩევნოდ, ქობულეთის ცენტრალურ პარკში ფარშევანგებისთვის ვოლიერები ააშენა, თუმცა იქ ფარშევანგები არ ჰყავთ. რკინის კონსტრუქციების მონტაჟი ქობულეთში ცოტა ხნის წინ დასრულდა. მერიაში ამბობენ, რომ მათ ფული მხოლოდ ვოლიერების ასაშენებლად ეყოთ, ფარშევანგებს კი მაშინ შეიძენენ, როცა ფული ექნებათ. 

ვისი სურვილით ან მოთხოვნით აშენდა ტურისტული ქალაქის ცენტრალურ პარკში ფარშევანგის ვოლიერები და რამდენი დაიხარჯა პროექტისთვის? - კითხვებს ქობულეთის მერიაში არ პასუხობენ.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის არაერთ სოფელში კვლავაც მოუგვარებელია სასმელი წყლის პრობლემა. 

 

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი