"მე ვიმღერებ"... - კალაძე 20 ოქტომბერს დაგეგმილ მერიის კონცერტზე

გამოქვეყნდა:

"მე ვიმღერებ"... - ირონიით უპასუხა თბილისის მერმა 20 ოქტომბერს დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით ჟურნალისტების დასმულ შეკითხვას - ვინ იმღერებს მერიის ორგანიზებულ ღონისძიებაზე?

"შეთანხმებული იყო ყველაფერი და გააუქმეს შემდეგ, ესაა ჩვეულებრივი ფაშიზმი... ჩვენ ამ ადამიანებსაც გავათავისუფლებთ...მგზავრების მდგომარეობაში, გულწრფელად გეუბნებით, შევდივარ  " - თქვა დღეს ჩვეული პროპაგანდით კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, ჯგუფმა "მგზავრებმა" მერიას კონცერტში მონაწილეობაზე უარი უთხრა -" მივმართავთ ჩვენს გულშემატკივარს, კონცერტი გაუქმებულია. საქართველოს მომავალი ევროპაშია"- დაწერა ჯგუფმა სოციალურ ქსელში.

ამას მოჰყვა მერიის განცხადება, სადაც კალაძის უწყებამ დაწერა, რომ ჯგუფმა "ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლების" მიერ მოწყობილ წნეხს ვერ გაუძლო. 

მერიას მალევე უპასუხა "მგზავრების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნინი დედალამაზიშვილმა -  "ლიბერალური ფაშიზმი არ არსებობს:) არსებობს სწორი და არასწორი. ჩვენი მომავალი ევროპაშია და ვერანაირი გლობალური ომის პარტიის შიშით ამ სულისკვეთებას ვერ შეაჩერებთ" - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი