შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები და მათი ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში - "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრები თემის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ის ხედვა წარუდგინეს, რომელიც კოალიციას აქვს და რომლითაც ამ ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესება უნდა მოხდეს.
კოალიციის წარმომადგენლებმა შშმ პირებისგანაც მოისმინეს რა აწუხებთ და რა პრობლემების წინაშე დგანან ყოველდღიურად. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.
"მე არ მგონია, რომ თემი უნდა საუბრობდეს მხოლოდ საბაზისო პრობლემებზე როგორიც არის პანდუსი, სურდო თარგმანი, სოციალური და ჯანმრთელობის გარანტიები. მე მგონია, რომ მხოლოდ ამაზე საუბარი კიდევ უფრო მეტად აღრმავებს სტიგმას და ხაზს უსვამს უთანასწორობას...შშმ პირი უნდა საუბრობდეს არამარტო თავის სოციალურ საჭიროებაზე, არამედ უნდა წყვეტდეს საგარეო პოლიტიკის საკითხებს, თავდაცვის საკითხებს, ჯანდაცვის საკითხებს და ა.შ." განაცხადა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი