"საქართველო ირჩევს ევროკავშირს!" | მარშის დღე

გამოქვეყნდა:

"საქართველო ირჩევს ევროკავშირს!"  - დღეს, 20 ოქტომბერს, დედაქალაქის 4 სხვადასხვა ადგილიდან  თავისუფლების მოედნამდე საყოველთაო მარში გაიმართება. 

17:00 საათიდან მარჯანიშვილის მოედნიდან, გმირთა მოედნიდან, რესპუბლიკის მოედნიდან, 300 არაგველის ობელისკიდან [ორთაჭალა] , ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთიდან [მთაწმინდა] და მსვლელობის მონაწილეები თავისუფლების მოედნისკენ დაიძვრებიან და 19 საათზე შეიკრიბებიან. 

დაგეგმილია კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ  - ჯგუფი "ყველა", "ლაუდსფიქერსი", ნიაზ დიასამიძე, "გამოუვალი მდგომარეობა", ბექა გოჩიაშვილი და თემურიკო დიასამიძე, ნინო ქათამაძე, ჯგუფი "ინსაითი" და ნიკოლოზ რაჭველი. 

სამოქალაქო ორგანიზაციების ინიციატივით გამართულ მასშტაბურ მანიფესტაციას პროდასავლური ოპოზიციური პარტიებიც უერთდებიან.

ევროპულ მარშს უერთდებიან ბათუმშიც. შეკრება 18:00 საათზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყება, 19:00 საათზე კი ევროპის მოედანზე გადაინაცვლებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი