"ბოდიში თვითონ უნდა მოიხადონ ეგ რომ თქვეს, თანაც გორში. ვიტირეთ ეს სიტყვები რომ თქვა" | ხალხის ხმა შიდა ქართლიდან

გამოქვეყნდა:

შიდა ქართლი და მისი სოფლები, რომლის მოსახლეობაც რუსულ ოკუპაციას ყველაზე მწვავედ განიცდის- "შაბათის მთავარი" შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზთან იმ სოფლებში ჩავიდა, სადაც ოკუპანტები ადგილობრივებს კლავენ და სისტემატურად იტაცებენ. ადგილობრივების გამოკითხვა ადასტურებს, რომ ოლიგარქის პროპაგანდა  -   თუ მე არ ვიქნები ომი იქნება - საერთოდ არ მუშაობს. საოკუპაციო ხაზთან უმწვავესად რეაგირებენ ივანიშვილის ბოდიშზეც:

"გინტურის მკვლელებს როგორ მოვუხადო ბოდიში? ვინ დაიწყო ომი? რუსეთმა დაიწყო, ქართველებს არ დაუწყიათ" - ამბობს ადგილობრივი.

"ბოდიში თვითონ უნდა მოიხადონ ეგ რომ თქვეს, თანაც გორში. საწყენი კი არა, ჩემი ძმა იყო აქ, ტელევიზორს ვუყურებდით და ვიტირეთ ეს სიტყვები რომ თქვა" - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი