იმერეთი 26 ოქტომბრის არჩევნებზე ცვლილებების მოლოდინშია. სოფლებში თავიანთი პოზიციის დაფიქსირებისგან ბევრი თავს იკავებს, მაგრამ ვინც კამერასთან გამოჩენას არ ერიდება, იმასაც ღიად ამბობს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და ცვლილება აუცილებელია. "ოცნების" პროპაგანდის მიუხედავად ომსა და მშვიდობაზე, იმერლების არჩევანი ევროპაა; პრობლემები როგორც ყველა რეგიონში აქაც იგივეა - უმუშევრობა, გაჭირვება და აქედან გამოწვეული შეუჩერებელი ემიგრაცია.
ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე