როგორი ამინდი იქნება კვირას საქართველოში | სინოპტიკოსების პროგნოზი

გამოქვეყნდა:

20  ოქტომბერს, კვირას საქართველოში ღრუბლიანობის მომატება და ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი.

meteo.gov.ge-ის თანახმად, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში  წვიმა, მთიან  რეგიონებში ზოგან  თოვლჭყაპი, დღისით ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში  +9, +14°; მთაში  +3, +8°; მაღალმთაში 0, +5°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან წვიმა, ღამით მთიან  რეგიონებში ზოგან  თოვლჭყაპი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში +11, +16°; მთაში +5, +10°; მაღალმთაში +3, +8°.

თბილისში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერი +14° გათბება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი