"შეიძლება დღეს საქართველოს მიწაზე არ ვდგავართ, მაგრამ ჩვენ ვდგავართ საქართველოსთვის" | ევროპული მომავლის მხარდასაჭერად, სხვადასხვა ქვეყანაში ქართველი ემიგრანტები იკრიბებიან

გამოქვეყნდა:

"საქართველო ირჩევს ევროკავშირს" - თბილისის პარალელურად ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდასაჭერად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებიც იკრიბებიან.

საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები საკუთარ პოზიციას სამშობლოდან შორს დააფიქსირებენ და იტყვიან "კი ევროპას, არა რუსეთს". ემიგრანტები საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებენ საყოველთაო მარშს შეუერთდნენ და ქვეყნის ისტორიული არჩევანი დაიცვან.

"არა რუსეთს, ეს არაერთხელ გვითქვამს და არა აბსურდულს სიტყვებს "თქვენ ომი გინდათ?". არა! ჩვენ ომი კი არ გვინდა, ჩვენ არ გვინდა რომ გვქონდეს დაქუცმაცებული საქართველო. ჩვენ გვინდა ერთიანი საქართველო, ჩვენ გვინდა ევროპული საქართველო და ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე.

დღეს, ჩვენ ვუერთდებით სტრასბურგიდან, კათედრალთან, ვიკრიბებით ქართველები. შეიძლება საქართველოს მიწაზე დღეს არ ვდგავართ, როგორც ემიგრანტები, მაგრამ ჩვენ ვდგავართ საქართველოსთვის და ვართ ქართველები. ყოველთვის გავაკეთებთ იმას, რომ საქართველო არ გახდეს რუსეთის მონა, რაც უნდათ, ან რაღაცა ბაღჩა, რაც მათ სურთ. ევროპამ მიგვიღო და ჩვენი არჩევანი არის 26-ში. დღეს კი ყველა ერთად უნდა გამოვიდეთ იმისთვის, რომ დავდგეთ საქართველოსთვის," - ამბობს ემიგრანტი, მარი კაიშაური.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი