პროტესტის მიუხედავად, რიონის ხეობაში ნამახვანის ჰესის მშენებლობა იწყება

გამოქვეყნდა:

პროტესტის მიუხედავად, რიონის ხეობაში ნამახვანის ჰესის მშენებლობა იწყება. ვისი ნებართვით, უცნობია. ადგილზე მისულ სამოქალაქო აქტივისტებს სამუშაოების მწარმოებლებმა ოფიციალური დოკუმენტაცია ვერ აჩვენეს. 

სამშენებლო სამუშაოების დაწყების ნებართვის გარდა, ჰესის მშენებელ კომპანიას სხვა დოკუმენტაციის გასაჯაროვებასაც სთხოვენ. მაგალითად, საექსპერტო დასკვნებს, სადაც დეტალურად უნდა იყოს გაწერილი გარემოზე ზემოქმედების რისკები. სამოქალაქო აქტივისტები ფიქრობენ, რომ მსგავსი დოკუმენტი არ არსებობს, რადგან რომ ჰქონდეთ, გაასაჯაროებდნენ. თავად კი ამტკიცებდნენ, რომ სეისმურად აქტიურ ზონაში ნამახვანის 100-მეტრიანი კაშხლის მშენებლობა რეგიონისთვის საშიშია.  

ჰესის მშენებლობის კანონიერებაზე დავა ეკონომიკის სამინისტროსთან სასამართლოშიც მიმდინარეობს. მოსარჩელე რამდენიმე სოფლის მოსახლეობაა. დავის საგანი კი ის ბრძანება, რომლითაც სახელმწიფო უწყებამ ნამახვან ჰესზე დადებითი და გარემოცდაცვითი ნებართვა გასცა. 

თურქული კომპანია "ენკა" კი დაწყებული სამუშაოების შეჩერებას არ აპირებს. კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაელოდებიან რადგან დავაში მხარეს არ წარმოადგენენ.

მოსამზადებელი სამუშაოერბისთვის საჭირო ნებართვით ნამახვანში  სამშერნებლო სამუშაოები დაიწყო. ადგილზე დაწყებულია  მძიმე ტექტიკის მობილიზებაც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი