სტიქია ლანჩხუთის ერთ-ერთ სოფელში | ადგილობრივების ცნობით, გარესამყაროსაა მოწყვეტილი 50-მდე ოჯახი

გამოქვეყნდა:

სტიქია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში - სოფელ ჩოჩხათში მოსულმა უხვმა ნალექმა ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, 50-მდე ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი, დაზიანებულია სამანქანო გზა და საცხოვრებელი სახლების ნაწილიც. 

"სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაც კი ვერ შევა ადგილზე. ვითხოვთ დახმარებას, ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი ადგილზე არ მოსულა", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი "მთავარი არხის" ვებგვერდთან საუბრისას.

სარედაქციო ჩასწორება: მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ სოფელ ჩოჩხათიდან, სახლების საფრთხისშემცველი მდგომარეობის გამო, რამდენიმე ოჯახი სამაშველო სამსახურმა უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა. როგორც ლანჩხუთის მერიაში ამბობენ, ზარალის დათვლა და სალიკვიდაციო სამუშაოები ამინდის დასტაბილურების შემდეგ დაიწყება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი