სუს-ის ჭარბი ძალაუფლება შეუთავსებელია ქვეყნის დემოკრატიულ მისწრაფებებთან | კვლევა

გამოქვეყნდა:

ანტიდასავლური ნარატივების გავრცელება და  სასამართლო ზედამხედველობის მიღმა არსებული ფარული თვალთვალის პრაქტიკა - ამ საკითხებზე  კვლევა "სოციალური სამართლიანობის ცენტრმა" და CRRC-Georgia-მ წარადგინეს. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ უსაფრთხოების სამსახურებზე მაღალია პოლიტიკური ზეგავლენა, ასევე არსებობს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკი და თვალთვალის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის არამართლზომიერად გამოყენების შესაძლებლობა. 

ყურადღებაა გამახვილებული იმაზეც, რომ უსაფრთხოების სამსახურებს უვადო თვალთვალის შესაძლებლობა აქვს ისე, რომ მოქალაქეს ამის შესახებ შეტყობინების მიღების და გასაჩივრების შესაძლებლობა არ აქვთ. 

"საქართველოში უსაფრთხოების სექტორის, კერძოდ კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ხელში არსებული ჭარბი ძალაუფლება შეუთავსებელია ქვეყნის დემოკრატიულ მისწრაფებებთან. სუს-ზე საპარლამენტო და სამოქალაქო ზედამხედველობა სუსტად ვრცელდება და მისი საქმიანობა საზოგადოებაში ანგარიშვალდებულების კრიტიკულ დეფიციტსა და დახურულობასთან ასოცირდება. პოლიტიკური პირების, მედიის, აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ მასობრივი მიყურადების, პირადი ცხოვრების ფაქტებით შანტაჟისა და ამგვარი საქმეების სისტემური გამოუძიებლობის შემთხვევები სუს-ის საქმიანობის კანონიერებასა და ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს და ხელისუფლების მიერ მის ინსტრუმენტალიზებაზე მიუთითებს - ნათქვამია კვლევაში. 

რაც შეეხება დეზინფორმაციას, კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ მთავრობის მიერ წარმოებული სიცრუის კამპანია ფოკუსირებული იყო ბრალდებებზე რომელიც ე.წ მეორე ფრონტის გახსნას გულისხმობს. ასევე მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოებისა და დასავლეთის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი