40 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა განახევრდება | გაეროს კვლევის საგანგაშო შედეგები

გამოქვეყნდა:

გაეროს მონაცემების მიხედვით, 40 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა განახევრდება. ორგანიზაციის მკვლევრები ასეთ დასკვნას საქართველოს ეკონომიკური განვითარების დინამიკისა და შრომითი მიგრაციის სტატისტიკის საფუძველზე აკეთებენ.

მათივე თქმით, დრამატულად იკლებს შობადობის მაჩვენებელიც. კვლევაში არის განმარტება, რომ ეკონომიკური კრიზისისა და გაჭირვების გამო ოჯახები ერთზე მეტი ბავშვის გაჩენისგან თავს იკავებენ. 

"საქართველოდან მოდიან ოჯახები, მოდიან ახალგაზრდა წყვილები და ეს ადამიანები მოდიან იმისთვის, რომ ახალ ქვეყანაში დაიწყონ ახალი ცხოვრება. ორსული ქალები მოდიან იმიტომ, რომ უნდათ მათი შილები და მათი მომავალი იყოს დემოკრატიულ სახელმწიფოში, პირადად მე დღეში საშუალოდ 15 ადამიანი მირეკავს საქართველოდან, რომლებიც აპირებენ  ან ბრიტანეთში, ან ირლანდიაში, ან ევროპაში, კანადაში, ამერიკაში მიგრაციას", - ამბობს "მთავარ არხთან" ემიგრანტი თამარ ლამაზოშვილი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი