დროებით ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი 14 ოჯახი გამოსახლების მოლოდინშია | ორთაჭალაში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

14 იძულებით გაადგილებულ ოჯახს თავშესაფრის გარეშე დარჩენა ემუქრება. ორთაჭალაში მელქაძის ქუჩაზე მდებარე შენობაში აფხაზეთიდან დევნილები და სოციალურად დაუცველები ცხოვრობენ და 23 ოქტომბერს საცხოვრებლიდან გამოასახლებენ. მათი გამოსახლების გადაწყვეტილება პირველმა ინსტანციის სასამართლომ მიიღო.

პრობლემა მას შემდეგ შეიქმნა, რაც დევნილებმა იურისტი აიყვანეს, რომელსაც მათი ინტერესები უნდა დაეცვა და ფართების დაკანონებაში დახმარებოდა, იურსიტმა  კი, დევნილების მტკიცებით საბუთები გააყალბა და შენობა საკუთარ  შპს "ელეგიის“ ბალანსზე გადააფორმა.

თავად დურმიშხან თიგიშვილის წარმომადგენელი ყველა ბრალდებას უარყოფს და ამტკიცებს, რომ შენობის სახელმწიფოსგან კანონიერად შეისყიდა.  

დევნილებიმა და სოცილაურად დაუცველებმა საკუთარი პრობლემის მოგვარებაში დახმარება "კოალიციას ცვლილებისთვის" სთხოვეს. კოალიციის წევრები დაინტერესდნენ, რატომ გაჭანურდა გამოძიება.  

სახელმწოფოს მხრიდან დევნილებსთვის არც ალტერნატიული ფართის და არც ფულადი კონპესაციის შეთავაზება არ მომხდარა. ახლა დევნილები საქალაქო სასამრთლოს გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. 

ავტორი: თათია პაიჭაძე

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი