ჩეხი ჟურნალისტი რეი ბეისლი, რომელიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს აშუქებდა, X-ზე წერს, რომ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე საქართველოში არ შემოუშვეს
"მოგესალმებით ქართველებო, ჟურნალისტებო და ჩეხებო. დღეს 19:30 საათზე უარი მითხრეს ქვეყანაში შესვლაზე დასაბუთების ან დამატებითი ახსნა-განმარტების გარეშე, ეს მიუღებელია ადგილობრივმა სასაზღვრო ძალებმაც კი არ იციან, რატომ არ შემიშვეს. ვისაც შეუძლია დახმარება მომწერეთ." წერს ჟურნალისტი.
ჟურნალისტმა "სტუდია მონიტორს" მისწერა, რომ უპირებდნენ ტელეფონის ჩამორთმევას, ამის შემდეგ მასთან კონტაქტი შეწყდა.