წალენჯიხაში, სოფელ საჩინოში ავტოავარიას არასრულწლოვანი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით მიკროავტობუსი 9 წლის ბავშვს დაეჯახა, როდესაც ის დედასთან ერთად გზაზე გადადიოდა. დედას 2 ადგილას ფეხი აქვს მოტეხილი.
მძღოლმა კი მომხდარის შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა. მისი მდგომარეობა მძიმეა და საავადმყოფოშია გადაყვანილი. სავარაუდოდ, მან მოსახვევში სიჩქარის გამო საჭე ვერ დაიმორჩილა.
ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
ავტორი: ემა გოგოხია