ქართველ ხალხს ბოდიში არავისთან აქვს მოსახდელი...ჩვენი ორიენტირი უნდა იყოს ევროპა | მეუფე ზენონი

გამოქვეყნდა:

ქართველ ხალხს ბოდიში არავისთან აქვს მოსახდელი - ამბობს "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი მეუფე ზენონ იარაჯული:

"დანამდვილებით, ქართველ ხალხს ბოდიში არავისთან აქვს მოსახდელი. ეს იყო რუსეთის თავდასხმა, რომელიც გრძელდება ხანგრძლივ დროში საქართველოს სახელმწიფოზე - ამბობს მეუფე ზენონი

მისივე თქმით, განცხადებები, რომლის შინაარსი და პათოსი რუსეთის აგრესიაში საქართველოს დადანაშაულებაა, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული. 

კითხვაზე, რა პოზიცია აქვს ამ საკითხზე სინოდს, მეუფე ზენონი ამბობს, რომ მას მხოლოდ ცალკეულ სასულიერო პირებთან აქვს ურთიერთობა. მეუფე ზენონი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გუშინდელ განცხადებასაც ემიჯნება, რომელიც "ოცნების" პროპაგანდას იმეორებს და ამბობს, რომ დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე- "დიდი ხანია თავის კომპეტენციას სცდება" - "ჩვენი ორიენტირი უნდა იყოს საქართველოს კეთილდღეობა ნამდვილად გრძელვადიანი პერსპექტივით და ეს არის ევროპა" - ამბობს ზენონ იარაჯული.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი