"ძაან ცუდად არიან... "მარშუტკა" არის გადავარდნილი" | კახეთში, "ოცნების" დაქირავებული მიკროავტობუსის ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

გამოქვეყნდა:

ავარიის შედეგად, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ დაქირავებულ მიკროავტობუსს შეემთხვა, 5 ადამიანი დაშავდა. ცნობილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ხუთივე დაშავებული, სავარაუდოდ, თბილისის სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. მათგან რთული და საყურადღებოა ორი ადამიანის მდგომარეობა.

ცნობილია, რომ შემთხვევა გომბორის უღელტეხილზე მოხდა და ერთმანეთს 3 სატრანსპორტო საშუალება შეეჯახა. მიკროავტობუსში 15-მდე ადამიანი იმყოფებოდა, ყველა მათგანი სოფელ კოღოთოსა და ოჟიოს მაცხოვრებლები არიან. 

დაშავებულების ოჯახის წევრები და თანასოფლებები "მთავარ არხთან" ამბობენ, რომ ყველა მათგანი თბილისში, "ქართული ოცნების" მიერ დაორგანიზებულ აქციაზე მიდიოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო. "მთავარი არხის" ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლი დაკავებული არ არის.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი