"ფინანსური პოლიცია შემოვიდა დღეს ჩემთან და ჩემს ძმასთან ამოიღეს ყველანაირი ტექნიკა" | ონისე ცხადაძე

გამოქვეყნდა:

"ფინანსური პოლიცია შემოვიდა დღეს ჩემთან და ჩემს ძმასთან ამოიღეს ყველანაირი ტექნიკა," - ამის შესახებ სთენდაფერი ონისე ცხადაძე სოციალურ ქსელში წერს

"ფინანსური პოლიცია შემოვიდა დღეს ჩემთან და ჩემს ძმასთან. გარაჟის დაშენებაში გვაქვს ნაქირავები, მე ყველა ანგარიში დაყადაღებული მაქვს, ჩემს ძმას ბანკის ვალები და ჩვენთან მოვიდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ჩაატარეს ჩხრეკა, ამოიღეს ყველანაირი ტექნიკა (ერთი წლის გაფუჭებული ლეპტოპიც) ჩემი ტელეფონის გარდა. ოქმი იყო ძალიან სასაცილო. ყველაფერზე ეწერა ამოღებულია ლეპტოპი ყავისფერი ჩანთიდან რომელიც იდო იატაკზე, ამოღებულია ტელეფონი რომელიც იდო იატაკზე... ყველაფერი იატაკზე იდო. მაგიდა და კარადა არ გვაქვს სახლში და ფინანსური პოლიცია დაგვადგა, თან ისეთ ადგილას ვცხოვრობთ ჩვენ თვითონ ძლივს ვაგნებთ და ამათმა საიდან გაიგეს სად ვცხოვრობთ არ ვიცი თანდათან გავიხსენებ კიდე... 

ადვოკათთან არ შეიძლება რო დარეკოთო. ნახევარი საათის მერე ვკითხე ჩემს ძმას ადვოკატი თუ გყავსთქო და არ გვყავდა," - წერს ონისე ცხადაძე. 

მანამდე მის სახლში ჩხრეკის შესახებ დაწერა "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი ნონიაშვილმაც. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი