ჩხრეკა ვაკე პლაზაში | ამერიკულ კომპანია "კონცეტრიქსში" საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ამერიკულ კომპანია "კონცეტრიქსში", რომელიც ვაკე პლაზას შენობაში მდებარეობს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები კომპანიის ოფისში დილის 9 საათზე შევიდნენ.

როგორც კონცეტრიქსის წარმომადგენლები აცხადებენ, მათი კომპანია საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობს და სხვადასხვა მსხვილ კომპანიებს მსოფლიოს მასშტაბით მომსახურებას უწებს ხარისხის გაუმჯობესებასა და ტექნოლგიების საკითხში.  ამ წუთებში, შეფერხებულია კომპანიის საქმიანობა და მიმდინარეობს ჩხრეკა.

კომპანიის თანამშრომელი ამბობს, რომ საგამოძიებო მოქმედებები გაუგებრობაა, რაც სერიოზულ ზიანს მიაყენებს კომპანიის იმიჯს საერთაშორისო მასშტაბით. მათი თქმით, კომპანიას არანაირი კავშირი არ აქვთ ქოლცენტრებთან. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი