"სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არასწორია" | თბილისის სატრანსპორტო კომპანია მგზავრებს აფრთხილებს

გამოქვეყნდა:

თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ გვერდზე ვრცელდება არასწორი ინფორმაცია სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით. კომპანია მომხმარებლებს მოუწოდებს გათამაშებაში მონაწილეობა არ მიიღონ. 

"სოციალურ ქსელში, კერძოდ კი Public transport Tbilisi-ს გვერდზე, ვრცელდება ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას.

მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს არ მიიღონ გათამაშებაში მონაწილეობა," - ნათქვამია  თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი