"ბრალს მდებენ აბსოლუტურად აბსურდულ საქმეზე, ქოლცენტრებთან არანაირი კავშირი არ მაქვს" |საგამოძიებო სამსახური ჩხრეკას ქუთაისშიც ატარებს

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, ზუგდიდის ქუჩაზე ვალერი ტყეშელაშვილის სახლში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურია შესული და ჩხრეკას ატარებს. საგამოძიებო უწყებას აქვს ეჭვი, რომ ოჯახის ერთ-ერთი წევრი ქოლცენტრების საქმეშია ჩართული.

ოჯახის წევრები ქოლცენტრებთან რაიმე კავშირს უარყოფენ და საგამოძიებო მოქმედებებს მათ პოლიტიკურ შეხედულებას უკავშირებენ. როგორც ისინი  აცხადებენ, ხელისუფლება ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების დაშინებას ცდილობს.

ვალერი ტყეშელაშვილის თქმით, ის ბოლო 10 წელია საქართველოში არ იმყოფებოდა და მხოლოდ რამდენიმე თვეა რაც მშობლებთან ქუთაისში ჩამოვიდა.

"ბრალს მდებენ აბსოლუტურად აბსურდულ საქმეზე, არანაირი კავშირი არ მაქვს" -  აცხადებს ვალერი ტყეშელაშვილი.  

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი