"გამეცნენ როგორც გაზის შემოწმების სამსახურიდან, შემოცვივდა 6 ადამიანი" | ბუზიაშვილის სახლში ფინანსური მოტყუებით შევიდა

გამოქვეყნდა:

"დილის 8 საათი იყო კაკუნი გაისმა. გასაღებად რომ მივედი გამეცნენ როგორც გაზის შემოწმების სამსახურიდან, არ მითხრეს რომ იყვნენ ფინანსური პოლიციის თანამშრომლები და როცა კარი გავაღე შემოცვივდა 6 ადამიანი" - ამბობს რუსული დეზინფორმაციის მკვლევარი ეთო ბუზიაშვილი, რომლის სახლშიც დღეს დილიდან ფინანსურმა ჩხრეკა ჩაატარა. ირკვევა, რომ სამართალდამცველები ბუზიაშვილის სახლში მოტყუებით შევიდნენ.

"ეგრევე ჩამომართვეს ტელეფონი და დაიწყეს პირადი ჩხრეკა და შემდეგ გადავიდნენ სახლის ჩხრეკაზე. თქვეს, რომ ეძებდნენ დოკუმენტაციას და ნებისმიერ ტექნიკას, რომელიც ამ გამოძიების ფარგლებში იქნებოდა საინტერესო. ახსენეს ორგანიზაცია სადაც მე ვმუშაობ, ეს არის "ატლანტიკურ საბჭო" - ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია, მე ვიკვლევ რუსულ საინფორმაციო ოპერაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოში" ამბობს ბუზიაშვილი.

მისივე თქმით, წაიღეს აბსოლუტურად ყველანაირი ტექნიკა და წაიკითხეს ბლოკნოტებში გაკეთებული ჩანაწერები. რაც შეეხება ადვოკატს როგორც ბუზიაშვილი ამბობს, არ მისცეს ადვოკატთან დაკავშირების საშუალება, რადგან "უნდოდათ, რომ ტელეფონზე მომეხსნა კოდი, მე არ მოვხსენი და მითხრეს, რომ მაშინ, ვერ დავუკავშირდებოდი ადვოკატს" - განაცხადა ბუზიაშვილმა "მთავარ არხთან".

შეგახსენებთ, დილიდან ჩხრეკა ჩატარდა "ატლანტიკური საბჭოს" კიდევ ერთი თანამშრომლის, სოფო გელავასა და მისი მეუღლის - გიორგი ნონიაშვილის სახლში.

დეტალები.  
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი