"აბსოლუტურად ლეგალური თანამშრომლობა გვაქვს ისეთ ადამიანებთან, რომელთაც ამის დადასტურება მარტივად შეუძლიათ" | სანდრო ცხადაძე

გამოქვეყნდა:

 ამერიკულ კომპანია "კონცეტრიქსში" ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად ჩხრეკა მისი თანამშრომლის საცხოვრებელ ადგილზეც ჩატარდა. როგორც სანდრო ცხადაძე აცხადებს, მისი სახლიდან ამოღებული და დალუქულია ლეპტოპები და ტელეფონები.

"საცხოვრებელი მისამართი შევიცვალე, აქ ბაზაში არც განმიახლებია, არ იციან იქ რომ ვცხოვრობ. ის არაა კონკრეტული ბინა ან სართული, ეს არის კერძო სახლი, რომლის პოვნაც რთულია. შოკი იყო რომ შემოვიდნენ. "აქ ხომ არ ცხოვრობ" - ესეც კი არ უკითხავთ. პირდაპირ "ვიცით, რომ აქ ხარ". არაფერი არ აუხსნიათ ისეთი, ამოიღეს ლეპტოპები, ტელეფონები. ვუთხარი შეძენის თარიღები დალუქეს და წაიღეს.

ტელეფონის პინკოდი მომთხოვეს, გატეხვას დიდი დრო დასჭირდებაო. არავის აქვს ჩემი პინკოდი და არც ვაპირებ მიცემას. როცა საჭირო იქნება გამოძიებასთან ერთად გავხსნათ და ვნახოთ. რას ეძებდნენ არ ვიცი." - განაცხადა სანდრო ცხადაძემ.

ცხადაძის თქმით, კომპანია რომელშიც ის მუშაობს მომსახურების სფეროს წარმოადგენს და აბსოლუტური ლეგალური თანამშრომლობა აქვთ მომხმარებლებთან.

"მომსახურების სფეროა, ვეხმარებით ადამიანებს, მე მაგალითად გერმანულ ენოვან ადამიანებს ბილეთების გადაჯავშნაში ვეხმარები. ასევე არის იტალიურიც და აბსოლუტურად ლეგალური ევროპული თანამშრომლობა გვაქვს ისეთ ადამიანებთან, რომელთაც ამის დადასტურება მარტივად შეუძლიათ." - აცხადებს ცხადაძე.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ჩატარებულ ჩხრეკებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ საგამოძიებო მოქმედებები, სამ სავარაუდო ე. წ. "ქოლცენტრში" ჩატარდა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი