ამოიღეს მამაჩემის ტელეფონი, ძველისძველი პლანშეტი, 2 კომპიუტერი | ბიზნესმენი ვალერი ტყეშელაშვილის სახლში ჩხრეკა დასრულდა

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, ზუგდიდის ქუჩაზე, ბიზნესმენი ვალერი ტყეშელაშვილის სახლში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა. სახლიდან ამოღებულია მობილური, პლანშეტი და პერსონალური კომპიუტერი.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჩხრეკა ეჭვის საფუძველზე ჩაატარეს, რომლის თანახმადაც, ოჯახის ერთ-ერთი წევრი ე.წ. "ქოლცენტრების" საქმეშია ჩართული.

ოჯახი ე.წ. "ქოლცენტრებთან" კავშირს უარყოფს და საგამოძიებო მოქმედებებს მათ პოლიტიკურ შეხედულებას უკავშირებს. ვალერი ტყეშელაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება არჩევნების წინ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების დაშინებას ცდილობს და რომ ის მზადაა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხოს.

"დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მიდიოდა ჩხრეკა. ამოიღეს მამაჩემის ტელეფონი, ძველისძველი პლანშეტი, ერთი კომპიუტერი მამაჩემის, ჩემი კომპიუტერი, ლეპტოპი და მონიტორი. რამდენიმე კომპანია მაქვს: ერთი განათლების სფეროში, დიდი ხანია განათლების სფეროში ვარ, რაღაც ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტებით და მეორე პროგრამული უზრუნველყოფა შესყიდვების სფეროში. არაფერი, აბსოლუტურად ახლოსაც კი არაფერი არ ვიცი [ე.წ "ქოლცენტრებზე]," - ამბობს ბიზნესმენი, ვალერი ტყეშელაშვილი.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი