ბათუმის უნივერსიტეტის რექტორატს პროფესორი საკუთარი სამოქალაქო პოზიციის გამო შევიწროებაში ამხელს

გამოქვეყნდა:

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატს პროფესორი საკუთარი სამოქალაქო პოზიციის გამო შევიწროებაში ამხელს.  მალხაზ ნაკაშიძე ამბობს, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ისე ამოიღო მისი ორი საგანი სასწავლო კურსიდან, რომ ამის შესახებ არც მას და არც სტუდენტებს არაფერი აცნობა და საგნების გაუქმების შესახებ მან  შემთხვევით გაიგო. უნივერსიტეტის მენეჯმენტმა მას გადაწყვეტილების მიზეზი ვერ განუმარტა. 

პროფესორი დარწმუნებულია, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან მსგავსი დამოკიდებულების საფუძველი მისი სამოქალაქო აქტიურობაა, კერძოდ მისი პოზიცია რუსული კანონის წინააღმდეგ და  უკრაინაში რუსული აგრესიის დაგმობა. ნაკაშიძე ამბობს რომ მისი სამოქალაქო პოზიციები უნივერსიტეტის მენეჯმენტის პოზიციებთან ყოველთვის  შეუთავსებელი იყო.

"გაუქმებული იქნა სხვადასხვა სასწავლო კურსები, მათ შორის ჩემი 2 სასწავლო კურსი ევროკავშირის შესახებ. სანაცვლოდ შექმნეს და დატოვეს სხვა კურსები ევროკავშირის შესახებ, რომელთა სწავლებას გააგრძელებენ ის ადამიანები, რომლებიც მათთვის მისაღებია. რა თქმა უნდა ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ჩემი პოზიციები ბევრ საკითხში არაა მათთვის მისაღები. ყოველთვის მქონდა განსხვავებული მოსაზრება რუსულ კანონთან, უკრაინის ომთან, რუსეთთან დაკავშირებით. ბევრად განსხვავებული პოზიციები მქონდა ადმინისტრაციასთანაც და ბევრ ჩემ კოლეგასთანაც. ალბათ გადაწყვიტეს რომ მათთვის უფრო მისაღები ადამიანები დარჩენილიყვნენ და ესწავლებინეთ ევროკავშირი ვიდრე მე, სხვას ვერაფერს ვუკავშირებ."- აცხადებს მალხაზ ნაკაშიძე.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი