პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელს გოგი წულაიას ოპერაცია ჩაუტარეს. "მთავარს" პოლიტიკოსის ოჯახის წევრებმა განუცხადეს, რომ გოგი წულაის გულის ოპერაცია ჩაფიძის კლინიკაში 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
გოგი წულაია ინფარქტით საავადმყოფოში 16 სექტემბერს გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილური იყო. სწორედ მისი ჯანმრთელობის მწვავე მდგომარეობის გამო ოპერაცია რამდენიმე დღით გადაიდო.