ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელ გზაზე ლოდის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

გამოქვეყნდა:

ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, სოფელ დოლოგანთან კლდიდან ქვის ლოდის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც მსუბუქი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს და წერს, რომ წინასწარი ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი. შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა.

თვითმხილველების თქმით, ქვის ლოდი ორ ავტომობილს დაეცა, რის გამოც მოძრაობა რამდენიმე წუთით შეზღუდული იყო. ადგილზე შესაბამისი სამსახურები იყვნენ მობილიზებული.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი