სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური სტადიონის აშენებაში 3 მილიონამდე ლარის დახარჯვას გეგმავს | დეტალები სახელმწიფო საიდუმლოა

გამოქვეყნდა:

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური სტადიონის აშენებაში 3 მილიონამდე ლარის დახარჯვას გეგმავს. სახელწიფო შესყიდვების სააგენტოზე შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებულია, წინადადებების მიღება 9 ნოემბერს დაიწყება და 11 ნოემბერს დასრულდება.  შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2.8 მილიონი ლარი.

პირობებში წერია, რომ შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და სრულყოფილი ინფორმაციის მიღების მოთხოვნის უფლება აქვს შესაბამისი კატეგორიის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მქონე პირს. ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველმა, შესაბამისი კატეგორიის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მქონე პირი, ტენდერის სტატუსის "წინადადებების მიღება დაწყებულია" მინიჭებამდე საჭიროა ადგილზე გაეცნოს შესასრულებელ სამუშაოებს; დაინტერესებულმა პირს სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღებაც მხოლოდ სატენდერო კომისიის აპარატში შეუძლია.

ტექნიკურ დავალებაში აღნიშნულია, რომ სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 30 აპრილის ჩათვლით. როგორც ტენდერის პირობებშია ნათქვამი შესრულებულ სამუშაოზე უნდა გავრცელდეს მინიმუმ 2 წლიანი გარანტია, ხელოვნურ ბალახზე უნდა გავრცელდეს საგარანტიო ვადა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი