გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 ნოემბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ-დასავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე გამოქვეყნებული მაჩვენებლების მიხედვით, ჰაერის ხარისხი ყველაზე ცუდი ამ ეტაპზე თბილისში დავით აღმაშენებლის #73-ზე არსებულ სადგურზე ფიქსირდება 126.34PM10 მკგ/მ3 (PM10 – ეს არის ჩასუნთქვადი/ინჰალაციური ნაწილაკები, რომელთა დიამეტრი არის 10 მიკრონი ან უფრო ნაკლები. საქართველოში PM10-ის ზღვრულად დასაშვები ნორმა არის 50 მკგ/მ3), PM2.5 -ის მაჩვენებელი კი 54.61 მკგ/მ -ია.