„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს, მიზეზად კი ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობის ჯარიმა სახელდება. ამის შესახებ უგულავა სოციალურ ქსელში წერს და თბილისის მერ კახა კალაძეს მიმართავს.
"ახლა ბანკიდან შემატყობინეს რომ ანგარიშზე მადევს ყადაღა. გაირკვა რომ მერიისგანაა, მეტიც ჯარიმა ადმინისტრაციულის 130 მუხლის 4-ე პუნქტია. მედავებიან რომ 24 აგვისტოს ვაზისუბანში ავტობუსით უბილეთოდ ვიმგზავრე. მერიის ცხელი ხაზი იძახის გაასაჩივრეთო. გასაგებია რომ შეცდომაა. არც უბილეთოდ და არც ბილეთიანად მე ვაზისუბანში ავტობუსით არ მიმგზავრია. ახლა მე უნდა ვირბინო ამათ სისულელეზე. მეტი საქმე არ მაქვს. დასანანია რომ ერთ დიდ საბრიყვეთად აქციეთ ჩემი საყვარელი მერია. ან თავად გაარკვიეთ ან ბატონმა კახიმ თავად მიგვითითა სადაა გამოსაქანი არეალი," - წერს გიგი უგულავა.