წყნეთის გზატკეცილზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა. ვიდეომასალას "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.