თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან პოლიციის მობილიზებაა

გამოქვეყნდა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან სამართალდამცველების მობილიზებაა. 

პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან, რომელიც სააპელაციო სასამართლოს გვერდით მდებარეობს, დაბურულმინებიანი ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით, სავარაუდოდ, სპეცრაზმელების მობილიზება ხდება. 

საპატრულო პოლიციის მანქანებით ჩაკეტილია კორნელი ჩალაძის ქუჩა, რომლითაც სააპელაციო სასამართლოსთან და პოლიციის დეპარტამენტთან მისვლაა შესაძლებელი.

შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან 3 საათზე ოპოზიციის აქციაა დაგეგმილი.

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი