პოლიციამ სააპელაციოსთან გზა აქციის დაწყებამდე 1 საათით ადრე ჩაკეტა

გამოქვეყნდა:

სააპელაციო სასამართლოსთან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა. ჟურნალისტები სასამართლოს შიდა ეზოში იმყოფებიან, ხოლო გარე პერიმეტრზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან. თუმცა, დიღმის მასივის მხრიდან შესასვლელი, აქციის დაწყებამდე ჯერ კიდევ 1 საათით ადრე, მთლიანად გომელაურის უწყების წარმომადგენლებმა ჩაკეტეს: 

"რომ არ მოხდეს სასამართლოს შენობის ბლოკირება, პოლიციაა მობილიზებული და უზრუნველყოფს როგორც ტრანსპორტის თავისუფალ გადაადგილებას, ასევე აქციაზე უსაფრთხოების დაცვას. უკვე იყო ის რაოდენობა ავტომანქანების, რომ ფიზიკურად შეუძლებელი იყო გადაადგილება..." ამბობს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვაჟა სირაძე.

სააპელაციოსთან ოპოზიციის ლიდერებს ელოდებიან. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი