ბანერის - "რუსულმა ოცნებამ არჩევნები მოიპარა"-ს გამო, ოზურგეთში სამოქალაქო მოძრაობის ოფისში მუნიციპალური ინსპექცია შევიდა

გამოქვეყნდა:

"სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის" ოზურგეთის ოფისში მუნიციპალური ინსპექცია შევიდა. მიზეზი ოფისის აივანზე გადმოფენილი ბანერია წარწერით- "რუსულმა ოცნებამ არჩევნები მოიპარა". მერიის სამსახურის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ბანერით რეკლამის შესახებ კანონი ირღვევა, რის გამოც ორგანიზაცია 1500 ლარით დააჯარიმეს.

იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაცია ბანერს ხვალამდე არ ჩამოხსნის, ჯარიმა 3000 ლარამდე გაიზრდება. 

ქალების მარში თბილისში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი