თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან ნელ-ნელა იკრიბებიან დაანონსებული აქციის მონაწილეები, სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიციის ლიდერები.
პარალელურად, მობილიზებულია პოლიციაც.
ადგილზე იმყოფება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი, რომელიც ამბობს, რომ ახლა ხალხშია ძალა და აუცილებელია, რომ ახლა ყველა იდგეს სააპელაციოსთან და მოსამართლეებს გააგონოს პროტესტის ხმა.
შეგახსენებთ, სააპელაციო სასამართლოში დღეს ჩანიშნულია საარჩევნო დავების განხილვა.
12 საათზე "სამართლიანი არჩევნების" - ბიულეტენების ბათილობა-ნამდვილობაზე, ხოლო 14:00-ზე
საიას სარჩელების განხილვა.
ერთი პროცესი უკვე დაწყებულია.