ძლიერმა ქარმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში სახლებს სახურავები გადახადა

გამოქვეყნდა:

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა გურჯაანის მუნიციპალიტეტში

სოფელ ველისციხეში, ჩუმლაყსა და ახაშენში 50-მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა. ნაწილს კონსტრუქცია მთლიანად აქვს გადახდილი. სოფელ ველისციხეში კი ქარმა ახლად რეაბილიტირებული თეატრის შენობაზე  თუნუქის ფურცლები აყარა. ადგილობრივები ამბობენ, რომ უამინდობა მთელ დღეს გაგრძელდა, რის შედეგადაც ზოგან წაიქცა ფარდულები და დაიმტვრა ფანჯრის მინები. სტიქიამ დააზიანა ელექტრო გადამცემი ხაზებიც, ათასობით აბონენტი ელექტრო ენერგიის გარეშე დარჩა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, სპეციალური კომისია ზარალის ზუსტ ოდენობას რამდენიმე დღეში დაადგენს.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი