"არა რუსულ არჩევნებს!" | დღეს, თბილისში აქცია-მსვლელობა 15:00 საათიდან დაიწყება

გამოქვეყნდა:

"არა რუსულ არჩევნებს!" - დღეს, თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობა მოეწყობა. ოპოზიციური პარტიების: "კოალიცია ცვლილებისთვის", "ძლიერი საქართველოსა" და "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა, 15:00 საათზე, ორი ლოკაციიდან, მეტროსადგური სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და მეტროსადგური მარჯანიშვილიდან დაიწყება.

მსვლელობას ოპოზიციურ პარტიებთან ერთად უერთდებიან სტუდენტები, აქტივისტები, სამოქალაქო სექტორი და მოქალაქეები. მათი თქმით, მნიშვნელოვანია აქციას ბევრი ადამიანი შეუერთდეს და ოლიგარქ ივანიშვილსა და საერთაშორისო პარტნიორებს დაანახონ სად დგას ქართველი ხალხი.

"ყველაფერი ცხადი და ნათელია. დასავლეთი დგას ქართველი ხალხის გვერდით იმიტომ, რომ მათ არჩევნებთან ერთად მოგვპარეს ჩვენი ევროპული მომავალი. ამიტომ თუ გვსურს გავხდეთ ევროკავშირის წევრები, მნიშვნელოვანია დავიბრუნოთ როგორც საარჩევნო უფლება, ასევე დავიბრუნოთ ის შანსი, რომელიც გვაქვს ჩვენ მოცემული ევროპისგან და ევროკავშირისგან. ამისთვის კი მნიშვნელოვანია, რომ ჩაინიშნოს ახალი არჩევნები, ამისთვის კი საჭიროა მყისიერი, პერმანენტული პროტესტი," - განაცხადა "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრმა, ნიკა ფარულავამ.

ამ დროისთვის, უცნობია მსვლელობის კონკრეტული მარშრუტი.

გაცნობებთ, რომ ხვალ საღამოს, "დაიტოვეს" მიერ ორგანიზებული აქცია თავისუფლების მოედანზე ჩაინიშნა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი