ახალციხე-ვალეს დამაკავშირებელ გზაზე, მსუბუქი ავტომობილისა და მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანა.
მაგისტრალზე ამ დროისთვის მოძრაობა შეფერხებულია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.