საზოგადოებრივი მოძრაობა "დაიტოვე" დღეს საპროტესტო მსვლელობას გეგმავს. როგორც ფეისბუქ ჯგუფში გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეკრება 10 ნოემბერს, თავისუფლების მოედანზე, საღამოს 18 საათზეა დაანონსებული:
"კვირას, 10 ნოემბერს, 18:00-ზე, თავისუფლების მოედანზე ვიკრიბებით დაიტოვეს მსვლელობისთვის!
ეს არის დაიტოვეს გარე სივრცეში მოქმედებების დასაწყისი და ამ მსვლელობით გვსურს საფუძველი ჩავუყაროთ ჩვენს შემდეგ ერთობლივ ბრძოლას.
ვთვლით, რომ ამ ჯგუფის ყოველი წევრი არის რეალური პროტესტის მთავარი მამოძრავებელი ძალა და აუცილებელია ჯგუფში არსებული განწყობა ქუჩაში გადავიდეს.
ვხვდებით, რომ ბევრი ჩვენგანი სხვადასხვა მიზეზებით ვერ ვპოულობთ საკუთარ როლს მიმდინარე პროცესებში, ამიტომ გვინდა, რომ ყველა საერთო სახალხო პროტესტის ნაწილი გავხდეთ. თითოეული ადამიანის ჩვენს გვერდით დგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
გელოდებით ყველას კვირას!
სანამ ერთი ადამიანი მაინც აგრძელებს ბრძოლას, ამ ბრძოლას აქვს აზრი." ნათქვამია განცხადებაში.