„ჯორჯიან ეარვეისის“ თვითმფრინავი, რომელსაც აფრენიდან რამდენიმე წუთში პრობლემა შეექმნა, თბილისის აეროპორტში დაჯდა

გამოქვეყნდა:

„ჯორჯიან ეარვეისის“ თვითმფრინავი, რომელსაც აფრენიდან რამდენიმე წუთში პრობლემა შეექმნა, თბილისის აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა.

თვითმფრინავი თბილისი-მილანის რეისს ასრულებდა.

ბორტს რადიოკავშირის ხარვეზი, დაუფიქსირდა, რის გამოც რამდენიმე წუთის განმავლობაში თბილისის აეროპორტის თავზე დაფრინავდა საწვავის დასაცლელად. ამის შემდეგ კი,  თბილისის აეროპორტში დაბრუნება მოუწია.

„ჯორჯიან ეარვეისის“ ცნობით, ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ თვითმფრინავი თბილისი-მილანის რეისს შეასრულებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი