29 მილიონის დახარჯვისა და ვადის 11-ჯერ გადაწევის შემდეგ, დედოფლისწყაროს წყალმომარაგების პროექტი კვლავ დაუსრულებელია | ფლანგვის დეტექტორი

გამოქვეყნდა:

სოფლები საბათლო, სამთაწყარო და ფიროსმანი კვლავ ვერ სარგებლობენ სრულყოფილი წყალმომარაგებით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას უკვე 8.6 მლნ ლარი ჩაერიცხა ბიუჯეტიდან, - ამის შესახებ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.

კვლევითი ორგანიზაციის ცნობით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არშესრულების მიუხედავად, პასუხისმგებელ კომპანიას პირგასამტეხლო არ დაეკისრა.

"ხელშეკრულების დასრულების ვადამ 11-ჯერ გადაიწია, თუმცა შემსრულებელ კომპანიას პირგასამტეხლო საერთოდ არ დაეკისრა. სამუშაოების შემსრულებელია ამხანაგობა, რომელიც ორ კომპანიას აერთიანებს - "ჯეითუნ საქართველოს ფილიალსა" და შპს საბას. 2021-2022 წლებში, ამხანაგობა "ჯეითუნ საქართველოს ფილიალი და შპს საბამ", 4 სახელმწიფო შესყიდვა მოიგო, ჯამში 64 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების. შპს საბას მეპატრონეები რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეები არიან. 2014-2022 წლებში ამ კომპანიამ ჯამში 90 მილიონი ლარის 13 ტენდერში გაიმარჯვა, აქედან 6-ში უკონკურენტო გარემოში", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი