ევროკავშირის ელჩი ადგილობრივ საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს ხვდება

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ხვდება. შეხვედრა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარეობს, მას ესწრებიან "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", ISFED-ი, "ჩემი ხმა" და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია".

სადამკვირვებლო მისიები შეხვედრაზე წარადგენენ საარჩევნო დარღვევების მტკიცებულებებს, მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის და ელექტრონული ხმის მიცემის აპარატების ხარვეზებს. ელჩი მისიებთან ერთად განიხილავს საპარლამენტო არჩევნებისას დარღვევების გამოძიების შედეგებსაც.

"ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ჩართულობა. ფორმატთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა და ალბათ გადაწყდება რა ტიპის ფორმატი უნდა იყოს. მთავარი არის ის რომ ყველაფერი, რაც ჩვენ ვიხილეთ ამ არჩევნებზე, ამასთან დაკავშირებით, ერთიანი დასკვნის გაკეთება იყოს შესაძლებელი," - განაცხადა ISFED-ის დირექტორმა ნინო დოლიძემ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი