ქალები აღმაშენებლის ხეივანზე აქცია-მსვლელობას მართავენ | პოლიცია მათ გზიდან გადაყვანას ძალის გამოყენებით ცდილობდა

გამოქვეყნდა:

ქალების აქცია ცესკოსთან - დღეს, საარჩევნო ადმინისტრაციასთან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების ქალი წარმომადგენლები მივიდნენ, გაყალბებული არჩევნები გააპროტესტეს და ცესკოს განცხადებებით მიმართეს, რომ გამოვლენილი დარღვევების გამო საარჩევნო ადმინისტრაციამ არ მიიღოს შემაჯამებელი ოქმი და ქვეყანაში ახალი არჩევნები დანიშნოს, რომელიც გაყალბებისა და ზეწოლის გარეშე ჩატარდება. 

ქალებმა ცესკოსთან აქციის დასრულების შემდეგ აღმაშენებლის ხეივანზე მსვლელობა გამართეს, სადაც საპოლიციო ძალებმა მათი გზის უკიდურეს მარჯვენა მხარეს გადაყვანა ძალის გამოყენებით სცადეს. თუმცა ისინი მსვლელობას განაგრძობენ, რომელიც, სავარაუდოდ, აღმაშენებლის ძეგლთან დასრულდება. 

მანამდე ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მობილიზებულმა პოლიციელებმა მონაწილეებს ეზოში შესვლა შეუზღუდეს და საშუალებას არ აძლევდნენ, განცხადებები შენობის კანცელარიაში დაეტოვებინათ. საბოლოოდ, 2 საათიანი ხმაურის შემდეგ აქციის მონაწილეებს ნება დართეს შენობაში შესულიყვნენ და განცხადებები დაეტოვებინათ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი