სად არის საქართველო ბედნიერების რეიტინგში | ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ათეულში ევროპის 9 ქვეყანაა

გამოქვეყნდა:

მსოფლიოს ბედნიერების ანგარიშის თანახმად, რომელიც  2021-2023  წლებს მოიცავს, ბედნიერების მხრივ საქართველო 147 ქვეყანას შორის 91-ე ადგილზეა. რეიტინგში საქართველოს წინ მოზამბიკია, საქართველოს შემდეგ კი ერაყი. 2020-2022 წლების ანგარიშში ქვეყანა 90-ე ადგილზე იყო.

საქართველო ბედნიერების რეიტინგში პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმრავლესობას, მათ შორის ლიეტუვას, ლატვიას, ესტონეთს, უზბეკეთს, ყაზახეთს, რუსეთს, ყირგიზეთს, სომხეთსა და ტაჯიკეთს ჩამორჩება.

ბედნიერების ინდექსით,  სამეზობლოში საქართველოს ჩამორჩებიან -  თურქეთი (98-ე ადგილი), აზერბაიჯანი (101) და უკრაინა (105).

ანგარიშში რეიტინგი შედგენილია ასაკობრივი ჯგუფების მიხედვითაც 30 წლამდე ადამიანების შეფასებების მიხედვით საქართველო მსოფლიოში 78-ე ადგილს იკავებს. 60 წელს გადაცილებული მოქალაქეებში კი 91-ე.

ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ათეულში ევროპის 9,  ევროკავშირის წევრი კი 5 ქვეყანაა. ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა პირველ ორმოცდაათეულშია.

1. ფინეთი

2. დანია

3. ისლანდია

4. შვედეთი

5. ისრაელი

6. ნიდერლანდები

7. ნორვეგია

8. ლუქსემბურგი

9. შვეიცარია

10. ავსტრალია

 Galup-ის რეიტინგის მიხედვით ყველაზე დაბალი ინდექსი (143) ავღანეთს აქვს. ის ამ სიის ბოლო ქვეყანაა. სამეულშია - ლიბანი და ლესოთო.

რეიტინგის ბოლო ათეული ასე გამოიყურება:

143. ავღანეთი,

142. ლიბანი,

141. ლესოთო,

140. სიერა ლეონე,

139. კონგო,

138. ზიმბაბვე,

137. ბოცვანა,

136. მალავი,

135. ესვატინი,

134. ზამბია.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი