RICCHI E POVERI რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული, ტყიბულში იმღერებს

გამოქვეყნდა:

ტყიბულში, იტალიური ჯგუფი RICCHI E POVERI იმღერებს, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული აქვს. კონცერტი ხვალ, 18:00 საათზე გაიმართება.

ჯგუფი ოკუპირებულ ცხინვალშია ნამყოფი და ე.წ. პრეზიდენტ კოკოითს მათთვის "მეგობრობის ორდენიც" აქვს გადაცემული.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ქვეყანამ  მიიღო კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ და ის ოკუპირებულ რეგიონებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შესვლის უფლებას მხოლოდ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან აძლევს. აფხაზეთში - სამეგრელოდან, ცხინვალში კი - შიდა ქართლიდან. გამონაკლისია მხოლოდ „განსაკუთრებული შემთხვევები“ - როცა ვიზიტი „ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის ან ჰუმანიტარულ მიზნებს“.

კანონი, ასევე, ზღუდავს ეკონომიკურ საქმიანობას, საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო მიმოსვლას, საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვას, ბუნებრივი რესურსების მოპოვებას, ფულად გადარიცხვებს.

მისი დარღვევა ისჯება ჯარიმით ან 2-დან 4 წლამდე პატიმრობით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი